საგურამოს მოსახლეობას ამ დროისთვის არც გაზი და არც ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ „გურია ნიუსს“ აცნობა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, გაზის შეწყვეტა მოსახლეობისთვის გაზსადენის მილზე მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია.
საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის, ბადრი უნდილაშვილის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვას კავშირი ბუნებრივი აირის მილის დაზიანებასთან არ აქვს.
„დაზიანდა გაზის მილი სადღაც და გამშვები აყენია საგურამოში, რის გამოც შეწყდა გაზი, რომ გააკეთონ. ელექტროენერგიის გათიშვა კი ავარიულად მოხდა და მალე ჩაირთვება“,_ გვითხრა უნდილაშვილმა.
როგორც “ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ აბონენტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაშია ნათქვამი, ელექტრო ენერგიის შეწყვეტა ქსელში ავარიულმა დაზიანებამ გამოიწვია. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. აღდგენის სავარაუდო დროდ კი 22:00 საათი სახლელდება.