საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-13 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი სოფელ მუშევანიდანაა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
76 წლის პაციენტი ერთი თვის მანძილზე მართვით სუნთქვაზე იყო. მის მდგომარეობას თანმხლები დაავადებები ამძიმებდა.
ქვეყანაში კორონავირუსი სულ 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით სულ 13 ადამიანი გარდაიცვალა.