ოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ “გურია ნიუსი“ გუშინ წერდა. ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს პრესსამსახურში “გურია ნიუსს“ რამდენიმე წუთის წინ განუცხადეს, რომ მძღოლი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.