ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთში რამდენიმე პირი დააკავეს ლომბარდში ოქროს ნივთებით მანიპულაციასთან დაკავშირებით.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ისინი მდარე ხარისხის ოქროთი ცვლიდნენ კლიენტის მიერ დატოვებულ ოქროს.
შსს-ს თქმით, ამ საქმეზე პირები დაკავებულები არ არიან, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ს 180-ე მუხლით, რაც თაღლითობას ითვალისწინებს.