სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი ზურაბ ბაუჟაძე გურული კერძის ხობოკვერას შესახებ წერს.
“ქართული ყოფა და გასტრონომია ჯერ კიდევ მალავს უამრავ მარგალიტს ან გვაქვს მარგალიტები, რომლებსაც დავიწყების მტვერი ადევთ.
ერთი ასეთი და გამორჩეული მარგალიტი გურული კერძი – ხობოკვერაა. იგი კიბორჩხალებისგან მზადდებოდა გურიის ბარში, რომლის უამრავ ღელეში კიბორჩხალა ახლაც მრავლად ბინადრობს.
კიბორჩხალებს მოხარშავდნენ, გაასუფთავებდნენ, საჭმელად ვარგის ნაწილებს გამოაცალკევებდნენ და სხვადასხვა მწვანილით, სანელებლითა და სოუსით შეაზავებდნენ.
ეს კერძი დღეს დავიწყებულია, მაგრამ ცნობები შემოგვრჩა, რადგანაც ერთი ძალიან კარგი ადამიანი და გურიის დიდი ქომაგი _ ნაზიბროლა კვაჭანტირაძე მარცვალ-მარცვალ აგროვებს მშობლიური კუთხის უკვე მივიწყებულ ან დასავიწყებლად განწირულ ასეთ სიმდიდრეებს.
სიტყვა ხობოკვერას კონსტანტინე გამსახურდიაც ახსენებს „დიდოსტატის მარჯვენაში“.
ხობოკვერი ჯავშანს ჰქვია თურმე. ამიტომაც ერქვა კერძსაც ასეთი სახელი, ალბათ“, _ წერს ზურაბ ბაუჟაძე.