პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრი, ვანგ ჟიგანგიც ესწრებოდა, სახელმწიფო საბჭოს საინფორმაციო ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს ჩინეთისკენ თითის გაშვერისგან და ვირუსის პოლიტიზირებისგან, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ოფიციალური პეკინი გეგმავს, მეტად ჩაერთოს ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნის პროცესში და სხვა ქვეყნებთან გააძლიეროს თანამშრომლობა კვლევების მიმდინარეობისას.
„ვაქცინის შემუშავება კვლავ ფუნდამენტური სტრატეგიაა ახალი კორონავირუსის დასაძლევად“, – განაცხადა ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ვანგ ჟიგანგმა.
მისი თქმით, ვაქცინის შემუშავება ძალიან რთულია და დრო სჭირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
წყარო: “იმედინიუსი”