ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურა, სოციალურ ქსელ „თვითერში“ აქვეყნებს ლისის ტბის მიმდებარედ გადაღებულ ფოტოებს.
„კვირა დღის მეორე ნახევარში ველოსიპედით ვიმოგზაურე თბილისში, ლისის ტბის მიდამოებში. საოცარი ხედებია ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე“,_ წერს ის.