ოჯახი და ახლობლები 23 წლის ლაშა ბურჭულაძეს ეძებენ.
ახლახან, ლაშას ერთ-ერთმა მეგობარმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი დაკარგული ბიჭის ფოტოსთან ერთად.
“მეგობრებო, 3 დღეა დაკარგულია ჩემი კლასელი, ლაშა ბურჭულაძე.
ბოლოს გომის მთისკენ მიმავალ გზაზე დაინახეს, ესეც დაუზუსტებელი ინფორმაციაა.
ეძებენ სამაშველო, მეგობრები. თუ ვინმემ სადმე დაინახეთ თუნდაც 3 დღის წინ, მნიშვნელოვანი იქნება ოჯახს აცნობოთ”, _ წერს ლაშას მეგობარი.
გურიის რეგიონის სამაშველო სამსახური სამძებრო ღონისძიებაში დღეს დილიდან ჩაერთო. უწყება, მათივე ცნობით, გაუჩინარებულ ბიჭთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ამ დროისთვის არ ფლობს.