კორონავირუსის ასიმპტომური გავრცელება ძალიან იშვიათია,_ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა.
ჯანმოს განცხადებით, პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი სიმპტომების გარეშე აქვთ, ვირუსის გამავრცელებლები არ არიან.
მათი თქმით, ხელისუფლებები უნდა იყვნენ ორიენტირებულები რომ მოხდეს სიმპტომების მქონე ადამიანების იზოლაცია და თვაყურის მიდევნება მათთან კონტაქტში მყოფ ადამიანებზე.
მსოფლიო ჯანდაცვის განვითარებადი დაავადებების და ზოონოზის განყოფილებათა ხელმძღვანელის თქმით, საჭიროა მეტი გამოკვლევა და მონაცემები იმისთვის, რომ “ნამდვილად გაეცეს პასუხი” კითხვას, შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის ფართოდ გავრცელება ასიმპტომური მატარებლების საშუალებით.