CNN-ის ინფორმაციით, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიერ ჩატარებული ახალი გამოკვლევის თანახმად, უხანის საავადმყოფოს ავტოსადგომების სატელიტური სურათები, ისევე როგორც ინტერნეტით ძებნის ტენდენციები მიუთითებს, რომ კორონავირუსი უხანში, შესაძლოა, 2019 წლის აგვისტოდან გავრცელდა.
კვლევის მიხედვით, 2019 წლის აგვისტოსა და შემოდგომაზე უხანში მდებარე 5 საავადმყოფოს ავტოსადგომზე მანქანების უჩვეულოდ დიდი რაოდენობა შეინიშნებოდა, ინტერნეტში კი ინფექციურ დაავადებასთან დაკავშირებულ სიტყვებს „დიარეა“ და „ხველა“ ეძებდნენ.
„ეს ყველაფერი ცდილობს ერთმანეთთან დაკავშირებული რთული გამოცანის ამოხსნას, რაც იმ დროს ხდებოდა”, – განუცხადა CNN–ს ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს ინოვაციის ოფიცერმა, ბრაუნშტეინმა.
მისი თქმით, მონაცემები, განსაკუთრებით დამაჯერებელია, რადგან კუჭ-ნაწლავის სიმპტომები ნამდვილად არის მნიშვნელოვანი ნიშანი კოვიდისთვის, ადამიანები კი სწორედ ამ ნიშნებს ეძებდნენ.
”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გაზრდილი პაციენტების მოცულობა პირდაპირ კავშირშია ახალ ვირუსთან, ჩვენი მტკიცებულებები მხარს უჭერს მოსაზრებას, რომელიც მიუთითებს, რომ კორონავირუსი წარმოიშვა უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარზე.
მისივე თქმით, პანდემიის პირველი ნიშნების გამოტოვება ადვილია და თუ იგივე რამ მოხდებოდა აშშ – ში, ძალიან შესაძლებელია, რომ სიგნალები გამორჩენოდათ.
ბრაუნშტეინის თქმით, უნდა გაძლიერდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მეთვალყურეობა.