საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ პარამეტრები, რომლის წარდგენაც ხდება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულია და ამ პარამეტრების მიხედვით, ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით ბიუჯეტში შემცირდება ხარჯები დაახლოებით 600 მლნ-ით და ბიუჯეტის დეფიციტი ამ პარამეტრებით საპროგნოზო იქნება დახლოებით 8.5%.
„ეს არის ძირითადი პარამეტრები ბიუჯეტის, რომელსაც დღეს ფინანსთა სამინისტრო წარმოგვიდგენს, თუმცა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობით ვპროგნოზირებთ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ანტიკრიზისულ აღდგენას. მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი არის 4%, ხოლო 2022 წლის ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც არის ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული, დაახლოებით 6% გახლავთ“,_ განაცხადა პრემიერმა.