საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან ერთი ბოლნისის კონტაქტია, ორი მარნეულის კონტაქტი, ორი არის საკარანტინო სივრციდან იმპორტირებული შემთხვევა, ხოლო რვიდან სამი სამედიცინო პერსონალია,_ ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ეზუგბაიას თქმითვე, ინფიცირეული მედპერსონალი ერთი კლინიკის წარმომადგენლები არიან.
სულ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 818-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 686, გარდაცვლილი – 13.