კორონავირუსის პანდემიის დასრულება ჯერ შორს არის, რადგან მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევები დღითიდღე მატულობს,_ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გააკეთეს.
ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის კრიზისის ფონზე არ უნდა არსებობდეს თვითკმაყოფილების გრძნობა.
„უკვე 6 თვეა პანდემიაა. ახლა არ არის იმის დრო, რომ რომელიმე ქვეყანამ პედლიდან ფეხი აიღოს“,_ განაცხადა მან.
მსოფლიოში კორონავირუსით 7 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა,საიდანაც 400 000 ადამიანი გარდაიცვალა.