გუშინ, საღამოს, ოზურგეთში, წულუკიძის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახში, მოულოდნელად გარდაიცვალა 40 წლის ქალბატონი, ხუთი შვილის დედა.
_ ეზოში საქმიანობდა, უცებ წაიქცა და ვერაფერი ვუშველეთ, _ ამბობენ ოჯახის წევრები.
„გურია ნიუსთან“ კომენტარი გააკეთა ოზურგეთის კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა დავით მდინარაძემ:
„დიახ, გარდაცვლილია 40 წლის ქალბატონი. საავადმყოფოში რომ შემოიყვანეს, ფაქტობრივად, ცხედარი იყო. რეანიმაციული ღონისძიებები მაინც ჩაუტარდა, თუმცა უშედეგოდ. ამ ადამიანს ჰქონია გულის თანდაყოლილი მანკი. გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობაა“, _ თქვა მან.
„გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.