„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კონგრესმენები და ჩვენი პარტნიორები ასეთ მწვავე შეფასებებს აკეთებენ, მაგრამ ეს მოხსენება არის განაჩენივით.”, _ ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის პოლიტიკამ ქვეყანა სრულ კრახამდე მიიყვანა.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კონგრესმენები და ჩვენი პარტნიორები ასეთ მწვავე შეფასებებს აკეთებენ, მაგრამ ეს მოხსენება არის განაჩენივით. პრაქტიკულად მათ თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს საქართველოში და ძირს უთხრის ქვეყანას. ეს განაჩენი სისრულეში უნდა მოიყვანოს ქართველმა ხალხმა ოქტომბრის არჩევნებზე, იმიტომ, რომ სრულიად წარმოუდგენელია, ქვეყნის მართვა გააგრძელოს ადამიანმა, რომლის მიმართაც ასეთი დამოკიდებულება გააჩნიათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ნათელია, ვის უჭერს და ვის არ უჭერს მხარს დასავლეთი და ნათელია, რომ ივანიშვილის ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა სრულ კრახამდე, რისი ერთ-ერთი გამოვლინებაც არის ეს ძალიან შემაშფოთბელი და ძალიან მწვავე მოხსენება“, – განაცხადა კაპანაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ „საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული”.