„კორონა ვირუსი ივანიშვილმა გამოიყენა საკუთარი თავის გასამდიდრებლად და ხალხის საბოლოოდ გასაღატაკებლად“,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება და მშვიდად არ უყურებს საქართველოს განადგურებას.
„მე არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას.
მე არ ვაპირებ ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებას და ქვეყნიდან განდევნას.
რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას.
ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, ადგილების გაყოფის დრო, არც ახლაა და არც მომავალში არ დადგება.
ვისაც გვინდა, რომ ჩვენ ხალხს დავეხმაროთ, ყველა უნდა დავდგეთ ერთად.
მე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის ყველაზე წინა ხაზზე. წელს გადაწყდება სწორედ, სამუდამოდ ვიქნებით თუ არა მონები, მთელი დარჩენილი ცხოვრება ივანიშვილის ჰესებზე, ბიტკოინების ქარხნებზე, ივანიშვილის მიწებზე, ივანიშვილის ოქროს საბადოებზე, თუ ვიქნებით თავისუფალი ქვეყნის ამაყი, წელში გამართული მოქალაქეები.
წელს ან საბოლოოდ დაიღუპება ჩვენი ქვეყანა, ან ის გაიმარჯვებს, მესამე ვარიანტი არ არსებობს! ამიტომ ჩვენც, რა თქმა უნდა, ვემზადებით გამარჯვებისთვის…!“_ ამბობს სააკაშვილი.