ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მშვიდობიანი აქცია დასრულდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ისინი ითხოვენ სოფელში მოხდეს წყლის მილები გაყვანა და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება.
„არაერთხელ გამართულა აქცია წყალთან დაკავშირებით, მაგრამ არავის ყურადღება არ მოუქცევია. დღეს პოლიცია ძალიან აქტიურობდა. მოსახლეობამ გზა გადაკეტა, პოლიციამ კი ძალის გამოყენებით დაშალა აქციის მონაწილეები. არავის, არ უნდა ამ სიცხეში, არც აქცია და არც ქუჩაში გამოსვლა. ვითხოვთ წყალს და რა არის აქ გაუგებარი. აქციის დროს მოვიდა გუბერნატორი, მაგრამ მისგან კონკრეტული დაპირება არ მიგვიღია. ველოდებით ხელისუფლებისგან რეაქციას. თუ ხალხს, არ დაეხმარებიან მაშინ ეს აქციები გაგრძელდება“,_ გვითხრა სატელეფონო საუბრის დროს აქციის მონაწილემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „გურია ნიუსი“ გურიის გუბერნიას დაუკავშირდა.
როგორც მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გუბერნატორი მოსახლეობას შეხვდა და ისაუბრეს იმ პრობლემის შესახებ რაც მათ აწუხებთ.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალისტებთან ერთად ჩატარდება წყლის მარაგის სამუშაოები და მოხდება პროექტირება მოსახლეობისთვის წყლის მისაწოდებლად.