საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც სამინისტროში ელჩის დაბარებას ეხება, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში ეხმაურება:
„ამათ უკრაინა ჰგონიათ ისეთივე მონათმფლობელური საზოგადოება, რომლის ჩამოყალიბებასაც ცდილობენ საქართველოში.
სადაც თურმე ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს ყველა თავისი მოქალაქის და პიროვნების გამონათქვამები და დასაჯოს თუ რამე არ მოეწონება.
სინამდვილეში იმდენი კომპეტენციაც არ აქვთ საქართველოს საგარეო უწყებაში ესმოდეთ, რომ ჩემი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი.
მე არა ვარ უკრაინის მთავრობის წევრი და არა ვარ ოფიციალური წარმომადგენელი რომელიმე სხვა თანამდებობის პირის…
მე ვარ ეროვნული რეფორმათა საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე და ამგვარად შემიძლია გამოვხატო აზრი ნებისმიერ თემაზე, როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მოქალაქის მიერ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა უწოდა.