საქართველოს პრეზიდენტი აცანას შემდეგ კოლხეთის ეროვნულ პარკში პალიასტომის ტბას ეწვია. ამის ამსახველი ვიდეო პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, პრეზიდენტის ვიზიტი გურიაში გრძელდება. თუმცა, უცნობია რამდენ ხანს დარჩება სალომე ზურაბიშვილი გურიაში და ასევე უცნობია, მისი სამომავლო გეგმები იმის შესახებ თუ რომელ ტურისტულ ადგილს ეწვევა.
ცნობისთვის, საქართველოში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა მოსახლეობას ლამისყანადან მიმართა, საიდანაც გურიაში გამოემგზავრა.
ადგილობრივი ტურიზმის გახსნასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გურიის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონს ეწვევა, რამდენიმე კურორტსა და დაცულ ტერიტორიას დაათვალიერებს.