დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა იმის შესახებ არის თუ არა საშიში ზღვასა და აუზებში ბანაობა კორონავირუსის გამო.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, რეგულაციების მკაცრად დაცვა საჭირო ხმელეთზეა, სადაც რუჯის მიღება ხდება. გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების რისკფაქტორს წარმოადგენს გასახდელები.
„ფეკალიებიდან ვირუსის გადაცემის გზა ჯერ დადასტურებული არაა, შესაბამისად დღეისთვის უსაფრთხოდ ითვლება როგორც ზღვაში, ასევე აუზებში ბანაობა, მით უფრო აუზები იქლორება. ბანაობა საშიში არაა, საშიშროება დგება ხმელეთზე ანუ პლაჟზე, ან აუზზე, სადაც რუჯს იღებენ. ასევე რისკის ფაქტორია გასახდელები. აქ ყველა რეკომენდაცია მკაცრად გასათვალისწინებელია. ზღვაზე ბანაობაც კარგია, აუზებიც მალე გაიხსნება და მშვენიერია, მაგრამ ხმელეთზე მკაცრად მოგვიწევს რეგულაციების დაცვა“,_ განაცხადა იმნაძემ.