დღეს, წყალტუბოში ქართველი კლასიკოსი მწერლის ოტია იოსელიანის ბიუსტი საზეიმოდ გახსნა.
ეს არის პირველი ძეგლი, რომელიც ქართული მწერლობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს მშობლიურ ქალაქში დაუდგეს.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, ცნობილი მწერლები, საზოგადო მოღვაწეებიდა მწერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ. ბიუსტის გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით ლიტერატურული პერფომანსი გაიმართა და მწერლის დაბადებიდან 90 წლის იუბილე სიმბოლურად აღინიშნა.
ბიუსტის დადგმის იდეა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს გრიგოლ იოსელიანს ეკუთნის, მის დასამზადებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 321,18 ლარი დაიხარჯა. ბიუსტი ტენდერში გამარჯვებულმა “დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლმა” შექმნა.