ბრიტანელმა ექსპერტებმა დაასახელეს მედიკამენტი,რომელიც ექიმებს კოვიდინფიცირებული პაციენტების გადარჩენაში დაეხმარება. ამის შესახებ BBC იუწყება.
დექსამეტაზონი მესამედით ამცირებს ვენტილატორებზე მყოფ პაციენტების გარდაცვალების რისკს, ხოლო მათ ვისაც ჟანგბადი სჭირდება – მეხუთედით.
მკვლევარების შეფასებით, იმის გამო, რომ ეს არის იაფი, ის ასევე შეიძლება იყოს დიდი სარგებელი ღარიბ ქვეყნებში, რომლებიც კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების დიდი რაოდენობა ჰყავთ.
20 პაციენტიდან დაახლოებით 19 პაციენტი, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირდა, საავადმყოფოში მოსვლის გარეშე ინკურნება. მათ, ვინც საავადმყოფოშია შესული, უმეტესობის მდგომარეობა უკეთესდება, მაგრამ ზოგიერთს შეიძლება დასჭირდეს ჟანგბადი ან მექანიკური ვენტილაცია. ეს არის მაღალი რისკის მქონე პაციენტები, რომლებსაც გამოჯანმრთელებაში დექსამეტაზონი დაეხმარებათ.
მთავარი მკვლევარი პროფესორი, პიტერ ჰორბი ამბობს: “ჯერჯერობით ეს ერთადერთი პრეპარატია, რომელიც აჩვენა სიკვდილიანობის შემცირება. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა.”
პროფესორ ლენდრეის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საავადმყოფო პაციენტებს პრეპარატს დაუყონებლივ მიაწოდებს, მაგრამ ხალხი არ უნდა გამოვიდეს გარეთ და თავად არ უნდა შეიძინოს.