დღეს, 16 ივნისს ა(ა)იპ „ახალაგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ დაჯილდოვდნენ პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის” (დაფინანსებულია BROt fur die welt მიერ) ფარგლებში პრესის წარმომადგენლებისათვის გამცხადებული კონკურსის გამარჯვებულები, გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტები.
გიორგი გირკელიძე სტატიისთვის „სახელმწიფო მზრუნველობიდან გასული სრულწლოვანების პრობლემები და მისი გადაჭრის გზები“.
მარინა ჩიხლაძე სტატიისთვის ვალდებულება და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე: „აუცილებელია სტერეოტიპის შეცვლა პროფესიულ სწავლებაში“.
კონკურსის მიზანი გახლდათ რეგიონსა და ქვეყანაში საგანმანათლებლო და სოციალური გამოწვევების შესწავლა და წარმოჩენა ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევის ანგარიშებზე დაყრდნობით. კონკურსში გამარჯვებულ ჟურნალისტებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით.