ეს რიცხვი შედგება 1-იანისა და 6-ისგან. როგორც იცით, 1 – ლიდერია, ამბიციური და წარმატებული. ცხოვრებაში გეგმებს აქტიურად ახორციელებს. ეს არის ხელმძღვანელი, რომელსაც უსიტყვოდ ემორჩილებიან ქვეშევრდომები.
6-იანის თვისებებიდან აღსანიშნავია რომანტიკულობა და სენტიმენტალიზმი, ბუნების მიმართ მგრძნობიარობა. 16 რიცხვში დაბადებულები კარგი მხატვრები და მწერლები გამოდიან, თუ, რა თქმა უნდა, შეძლებენ დიდხანს ერთი საქმის კეთებას.
1-იანისა და 6-ის ჯამი 7 ცვალებადია, უყვარს მოგზაურობა და ხეტიალი. ეს ადამიანები საინტერესონი და ენერგიულები არიან, მუდამ თავგადასავლების მაძიებლები. ძალიან მომხიბვლელები არიან საწინააღმდეგო სქესისთვის და ამ რიცხვში დაბადებულ ქალებს მოსვენება არ აქვთ თაყვანისმცემლებისგან. ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან, თუმცა ამავე დროს, ძალიან დამოუკიდებლებიც.
16 რიცხვში დაბადებულებს ახასიათებთ ძლიერი მიჯაჭვულობა, მაგრამ ამავე დროს, არ შეუძლიათ დიდხანს ერთ ადამიანთან ყოფნა, ცვლილებების გარეშე ცხოვრება. გრძნობებში ისინი ერთგულებას ინარჩუნებენ, მაგრამ დროებით რაღაც სხვაზე გადართვა აუცილებლად სჭირდებათ.
სექსუალურად ისინი ძლიერები და აგრესიულები არიან. ეს ადამიანები – კარგი საყვარლები არიან, ხოლო მათი ვნების ობიექტები ძალიან ბედნიერები.
მეგობრობაში ერთგულები არიან და მათი პიროვნებისგან გამომდინარე, უამრავ მეგობარს იძენენ. ისინი დიპლომატიურები არიან და სულგრძელები. ეს მათ საზოგადოების სულად და გულად აქცევს.
16-ში დაბადებულები ბედნიერები იქნებიან იმ ადამიანებთან, ვინც დააფასებს მათ დამოუკიდებლობას და არ შეზღუდავს მათ. 16-ის პარტნიორმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს მისი ხასიათი და იყოს ასეთივე აქტიური სექსში, იგივე ენთუზიაზმით ეკიდებოდეს ამ საქმეს და აკრძალვების გარეშე მოქმედებდეს.
ეს თავისუფლად მოაზროვნე ხალხია და მათ თითქმის არაფერი აკვირვებთ. ამასვე მოითხოვენ ისინი სხვისგანაც.
ბედნიერი რიცხვები – 1, 10, 19, 6, 15, 24, 7, 16, 25.
მტრულად განწყობილი რიცხვები – 3, 12, 21, 30, 5, 14, 23.
ბედნიერი თარიღები – 6, 15, 24, 7, 16, 25.
ბედნიერი დღეები – ორშაბათი და ხუთშაბათი.
ნეგატიური თვეები – ივნისი, ივლისი, სექტემბერი.
ფერები – მწვანე და ღია ყვითელი.
ქვები – მარგალიტი, მთვარის ქვა.
ავადმყოფობები – ფილტვები, საჭმლის მომნელებელი სისტემა.
რეკომენდაციები
ამ ადამიანებს მართებთ საკუთარ თავში ნებისყოფის სიმტკიცის გამომუშავება, თორემ დაიკარგებიან. თუ მაინცდამაინც ხეტიალი უნდათ, დასაბრუნებელი ადგილი აუცილებლად უნდა დაიტოვონ.