საბერძნეთში, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ფარგლებში ქვეყნის მთავრობამ ბორდელების მუშაობის განახლება დაუშვა. ამის შესახებ ინფომაციას BBC – ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მთავრობამ ბორდელებს მუშაობის განახლებისთვის მკაცრი მოთხოვნები დაუწესა, საბერძნეთის ხელისუფლების მიერ ბორდელებისთვის ახალი გაიდლაინების მიხედვით, კლიენტის ბორდელში ვიზიტი 15 წუთამდე შეიზღუდება, ხოლო სექსმუშაკებსა და კლიენტებს პირბადის ტარების რეკომენდაცია ეძლევათ.
როგორც BBC-ი წერს გაიდლაინებში ასევე აღნიშნულია, რომ ბორდელში მომსახურეობის დროს კარები და ფანჯრები ღია უნდა იყოს, მომსახურეობის დაფარვა კი მხოლოდ ბარათით უნდა მოხდეს და არა ნაღდი ფულით.
ასევე, ბორდელების ადმინისტრაციამ კლიენტების სახელები და ტელეფონის ნომრები ოთხი კვირის განმავლობაში დალუქულ კონვერტში უნდა შეინახოს, რადგან საჭიროების შემთხვევაში ინფექციის კვალის დადგენა შესაძბელი იყოს