„ოპოზიციისთვის ამ ჩიხიდან გამოსასვლელად კენჭისყრასთან დაკავშირებით, საუკეთესო გამოსავალია რურუას წერილი ციხიდან თხოვნით, რომ მიიღონ მონაწილეობა პროცესში და ნუ გადააყოლებენ ამ თემას მის პერსონალურ საკითხს“,_ აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, 8 მარტის ხელშეკრულება ითვალისწინებდა ე.წ. პოლიტპატიმრების, ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავას და გიორგი რურუას გათავისუფლებას, თუმცა, მმართველი გუნდი შეთანხმების ამ დეტალს უარყოფს.
პრეზიდენტმა სიტუაციის განსამუხტად ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, რურუა კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის ხელშეკრულების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ ევროპარლამენტარებიც.