“დაახლოებით 00:00 საათიდან 04:30 საათამდე გდდ-სა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა გამოიყენა 3 სახეობის იარაღი, 5 სახეობის ტყვია და ჭურვი.
შსს მინისტრის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გასროლილ იქნა დაახლოებით 800-მდე რეზინის ტყვია…
ექსპერტიზის ჩამტარებელ დაწესებულებას გაეგზავნა 273 პირის დაზიანებების ამსახველი სამედიცნო დოკუმენტები”,_ ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს შეეხება.