ექიმი და ლანჩხუთის საკრებულოს წევრი დავით ჩხარტიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით სოლიდარობას უცხადებს როკო ნემსაძეს, რომელსაც ბლოგერ ვახო ჭუმბურიძის შვილის ქორწინების მიზნით მუქარა-ადევნებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
დავით ჩხარტიშვილი საზოგადოებას მისი დაცვისკენ მოუწოდებს.
„ყველანი როინიკოს დასაცავად! ის არ არის მანიაკი! ის უზომოდ შეყვარებული ბიჭია, რომელსაც სულში ჩააფურთხეს და შემდეგ მოგონილი ისტორიებით და კონტექსტიდან ამოგლეჯილი სქრინებით მოძალადედ შერაცხეს“-წერს ჩხარტიშვილი საკუთარ ფეისბუქვგერდზე.
დავით ჩხარტიშვილი ერთადერთი არაა, ვინც როკო ნერმსაძის სიმართლეში დარწმუნებულია და მას სიტუაციის მსხვერპლად მიიჩნევს. კიდევ ერთი ფეისბუქმომხმარებელი გუკა ხელაძე სოციალურ ქსელში როკო ნემსაძის მხარდასაჭერად პოსტს აქვეყნებს და იქვე ფოტოსაც ურთავს, სადაც ნემსაძე თინი ჭუმბურიძე ერთადაა, ვის მიმართაც მუქარა-ადევნებაზე ნემსაძეს ბრალი წარედგინა.
„როცა შენი შვილის პირადი გამოგაქვს საჯაროდ და აცხადებ, რომ მანიაკი აეკიდა, მინიმუმ , ამ “მანიაკთან” ჩახუტებული ფოტოები არ უნდა არსებობდეს!!!!
როკო ნემსაძე ამ ცხოვრებით სავსე, უსაყვარლეს, კეთილშობილ, ზრდილობიან, მოსიყვარულე, პატიოსან და კიდევ უამრავი კარგი სიტყვით შემიძლია დავახასიათო ეს არაჩვეულებრივი ბიჭი, ვიცნობ მთელი ცხოვრებაა, არ მეგულება ადამიანი ვინც თუნდაც ერთხელ მაინც შეხვედრია როინიკოს და მასზე რაიმე ცუდის თქმა შეუძლია, დღეს კი რამოდენიმე ნაძირალა ცდილობს ცხოვრება დაუნგრიოს, ჩირქი მოცხოს ამ პატიოსანი ბიჭის სახელს. მივმართავ ყველას დიდი თხოვნით ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, ნუ დაიწყებთ თითის შვერას და ნუ მიიღებთ მონაწილეობას იმ ბოროტებაში და უსამართლობაში რომელიც ამ უბრალო, წესიერი, კეთილშობილი ბიჭისკენ არის მიმართული, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ აქვს და შეიძლება უსამართლობის მსხვერპლი გახდეს…
როინიკო ნემსაძე არის ადამიანი რომელსაც უყვარს ოჯახი, მეგობრები, გარშემო მყოფები და რაც მთავარი უყვარს სიცოცხლე (ცხოვრება) და ნუ დავუშვებთ რომ შევუწყოთ ბოროტებას ხელი და იზეიმოს უსამართლობამ“,_ წერს გუკა ხელაძე.