ერცჰერცოგინია მარია ანტუანეტას, მომავალი კომპოზიტორი, პატარა მოცარტი ვენის სასახლეში დაჰყავდა.
ბიჭუნას იატაკზე ფეხი გაუსხლტა და დაეცა. ერცჰერცოგინიამ სწრაფად წამოაყენა იგი.
– თქვენ ძალიან კეთილი ბრძანდებით, – უთხრა მას ახალგაზრდა მუსიკოსმა, – მე თქვენ შეგირთავთ.
მარია ანტუანეტამ მოცარტის სიტყვები დედას გადასცა.
– რატომ გინდათ შეირთოთ მისი აღმატებულება? – შეეკითხა იმპერატორი.
– მადლიერების გრძნობის გამო, – უპასუხა მოცარტმა.