საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვს კი 6 დაემატა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.
საერთო ჯამში დადასტურებულია 908 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 761 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 269. საქართველოში კორონავირუსით სულ 14 ადამიანია გარდაცვლილი.