ოზურგეთელ და-ძმას, გულიკო და გურამ ძნელაძეებს, ასე ხელჩაკიდებულს ხშირად ხედავენ წულუკიძის ქუჩიდან ქალაქში და პირიქით _ ქალაქიდან შინისკენ მოსიარულეებს.
ამჯერად, ჩვენს ობიექტივში შინ მიმავალნი მოხვდნენ.
_ საყიდლებზე ვიყავით. ჩემს დას ოჯახი არ შეუქმნია. ასე მოვდივართ ბავშვობიდან. დედმამიშვილია. ვხედავთ ერთმანეთს. მე შვილები მყავს. ცალკე ცხოვრობენ. ახლა საყიდლებზე ვიყავით. კორონობაზე კი მოგვიტანეს სახლში ზეთი, შაქარი, პურის ფქვილი. გაგვიხარდა, უმადური ხალხი არ ვართ ჩვენ, მაგრამ შემოგველია ზოგი რამ. პენსია გვაქვს. სოციალური დახმარებაც და ახლა ერთად ვიყავით ქალაქში. ვიყიდეთ ცოტა რამ, რაც გვინდოდა. ჯერ სიარული შეგვიძლია. ღმერთია მოწყალე, _ გვეუბნება მოხუცი და-ძმა.