გავრცელებული ინფორმაციით, ლანჩხუთში საბალახოდან შვიდი სული კამეჩი მოიპარეს.
როგორც ირკვევა, დაკარგული პირუტყვი ორი ოჯახის კუთვნილებაა. მათგან ოთხი ზრდასრული კამეჩია, ხოლო სამი ზაქია და ზარალის ოდენობა 15 ათას ლარს ითვლის.
დაზარალებულთა ინფორმაციით, დილის საათებში აღმოაჩინეს, რომ საბალახოზე დატოვებული საქონელი აღარ იყო.
„გუშინ საღამოს ადგილზე დატოვეს. უფრო მეტიც, გვიანობამდე იქ ვიყავით და საეჭვო არაფერი შეგვინიშნავს. დილით უფრო მეტი გვეგონა დაკარგული, მაგრამ ორი მეწველე კამეჩი გამოჩნდა“, _ ამბობენ ისინი.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული ტერიტორიიდან კამეჩები გასულ წელსაც დაიკარგა, რომლებიც, მოგვიანებით, კახეთის რეგიონში აღმოაჩინეს.