გურიაში, კარგა ხანია, ცხელი ამინდებია. გურულებსაც თვალები ხშირად გაურბით ცისკენ და ჩვეული ხასიათით მაინც ხუმრობენ, „ნეტაი, ახლა შეეშალოს ამინდის ბიუროს და მათი პროგნოზი წვიმით შეიცვალოსო“.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, ორჯერ წამოუშხაპუნა ციურმა მანანამ. თუმცა, წუხანდელი ხანმოკლე თავსხმა, მათი თქმით, უფრო შედეგიანი უნდა იყოსო, – ამბობენ და დილაადრიან წამორკალულ ცისატყელასაც „დიაგნოზი “ დაუსვეს:
_ კია, ძამა, ცისარტყელა დარის ნიშანი, მარა მაი ისეა ცალი ფეხით ჩოლოქისკენ ჩაყუდებული, წესით, ბარაქიანად უნდა იწვიმოსო.
ვნახოთ, რომლის პროგნოზი აჯობებს: გურულის, ცისარტყელის თუ ამინდის ბიუროს…