დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯო ბაიდენს რადიკალმა მემარცხენეებმა ტვინი გამოურეცხეს. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია Fox News-თან.
„ვფიქრობ, მას ტვინი გამოურეცხეს. არც კი იცის, თუ სად არის, რას აკეთებს. თუ ნოემბერში დემოკრატები გაიმარჯვებენ, ჩვენი ქვეყანა დაზარალდება. ჩვენი საფონდო ბირჟები ჩამოიშლება. ცუდი რამ მოხდება. პოლიციას დაფინანსებას შეუწყვიტავენ და გააუქმებენ. შესაძლოა, ვენესუელას მსგავსად ჯოჯოხეთი დატრიალდეს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.