28 ქართველი სამხედროს მდგომარეობა, რომლებსაც ავღანეთში კორონავირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„28 ქართველი სამხედრო იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მათ ჩაუტარდათ კვლევა და ჩემი მონაცემებით მათი ყველას მდგომარეობა სტაბილურია,
კლინიკა მინიმალური სიმპტომითაა გამოხატული, გართულება არც ერთთან არ შეინიშნება. დავაკვირდებით დინამიკაში“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.