კორონავირუსის ვაქცინების შესაძლო დოზების წარმოებას ამერიკა ზაფხულის ბოლოს დაიწყებს,_ ამის შესახებ CNBC-ის ცნობით, ჯანდაცვის სერვისების დეპარტამენტში განაცხადეს.
აშშ აპირებს 2021 წლის დასაწყისთვის Covid-19-ის ვაქცინის 300 მილიონი დოზის ფლობას. წარმოების პროცესი უკვე მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან დარწმუნებული, თუ რომელი ვაქცინა იმუშავებს.
როგორც ჯანდაცვის სერვისების დეპარტამენტში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მაუწყებელს უთხრა, ისინი უკვე ყიდულობენ აღჭურვილობას, უზრუნველყოფენ საწარმოო ადგილებს და, ზოგიერთ შემთხვევაში, ნედლეულის შეძენასაც.
”ზუსტად როდის იქნება ვაქცინის მასალები წარმოებაში? ეს ალბათ ოთხიდან ექვსი კვირაა ”, – თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ წარმოება ზაფხულის ბოლოს აქტიურად დაიწყება.
ტრამპის ადმინისტრაციამ შეარჩია ოთხი პოტენციური ვაქცინა, როგორც სავარაუდო კანდიდატების, მაგრამ სია შეიძლება გაიზარდოს. სიაში მოცემულია ვაქცინები ბიოტექნოლოგიური ფირმის Moderna-ს და Johnson & Johnson-ს ეკუთვნის.
სავარაუდოდ, ეს ორი კომპანია დაიწყებს ადამიანის გვიანი ეტაპის გამოკვლევებს პოტენციურ ვაქცინებზე ამ თვის ბოლოსთვის.რაც ვაქცინის საწარმოებლად რეკორდული ვადაა. როგორც მეცნიერები ამბობენ, რომ არ არსებობს გარანტიები, რომ ვაქცინები ეფექტური იქნება.