საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 4-ვე შემთხვევა იმპორტირებულია.
„დაგვემატა მხოლოდ 4 ახალი შემთხვევა. ამ მონაცემების საფუძველზე კოვიდცენტრებში 142 პაციენტი მკურნალობს. 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა 4-ვე შემოტანილია. ესენი არიან სატვირთო მანქანის მძღოლები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 870 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.