ორ დღეში ქალაქ ოზურგეთში, ბავშვთა სამკურნალო ცენტრის შენობაში კორონავირუსზე ანალიზის შემოწმება დაიწყება.
სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორია “ბიომედიკა გეორგია“ ლაბორატორია უკვე ოზურგეთში არსებობს, სადაც C ჰეპატიტზე მოწმდება ანალიზი. ახლა კი შესაძლებლობა გვეძლევა მოხდეს კორონავირუსისზე ანალიზის შემოწმება ანუ კვლევის მეთოდი ე.წ. ოქროს სტანდარტით. ანალიზის პასუხი 4 საათში გვეცოდინება. ანალიზებს იღებს გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და ჩვენთან მოხდება ანალიზის შემოწმება. ბატონო ამირან გამყრელიძის დიდი ჩართულობით უკვე მოხდა ლუგარიის ლაბორატორიისაგან მონიტორონგი, ხარისხის კონტროლიც გავიარეთ და ორ დღეში დავიწყებთ ანალიზების შემოწმებას.“- გვითხრა ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო დირექტორმა დავით მდინარაძემ.