კირჩხიბი – მშვილდოსანი
ასტროლოგები ამ წყვილს “ვექტორულ წყვილს” უწოდებენ. კირჩხიბი, რაც უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, დაუმორჩილებელი და თავისუფლებისმოყვარე მშვილდოსნის ბატონია, მოსწონს ეს მას თუ არა. თუმცა საქმე იმაშია, რომ ზუსტად კირჩხიბის მოთმინება და ლოდინის გასაოცარი უნარი აიძულებს მშვილდოსანს, უმისამართო ჭენებას ერთხელ და სამუდამოდ დაანებოს თავი.
მათი ურთიერთობა არ არის მარტივი, ვერც დრამატულ ეჭვიანობის სცენებს აიცილებს ეს წყვილი თავიდან, რაც სავსებით მოსალოდნელია, თუ გავითვალისწინებთ კირჩხიბის მესაკუთრე ბუნებას და მშვილდოსნისთვის დამახასიათებელ თავისუფლების სიყვარულს.
თუმცა, საბოლოო ჯამში, კირჩხიბი ყოველთვის ახერხებს, აუხსნელი ძალებით საცეცები სამუდამოდ და მაგრად ჩაავლოს ერთი შეხედვით მოუთვინიერებელ მშვილდოსანს.