ლომი
ამაყი, თავმოყვარე და ამბიციური ქალია. თუ მისი გულის მოგებას შეძლებთ – რაც საკმაოდ რთულია, ამ ქალის სახით საიმედო მეგობარს და თანამოაზრეს შეიძენთ. თუმცა, თუკი ქალი ლომის იმედები ვერ გაამართლეთ ან უფრო უარესი, იგი მოკლევადიან გასართობად წარმოგიდგენიათ, მერწმუნეთ, ინანებთ ამას, თანაც არაერთგზის. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები დედოფლური ხასიათით გამოირჩევიან და ყოველთვის ახერხებენ, თავის წინ დააჩოქონ სასურველი მამაკაცი. თუმცა ძალზე ხშირად უწევთ საკუთარი რომანების კრახით დასრულება ზუსტად ამ დედოფლური და ამაყი ხასიათის გამო. მამაკაცებს ხშირად აშინებთ ლომი ქალის სიძლიერე.
მორიელი
ვნებიანი, ემოციური და ეჭვიანი ქალია. იგი ბუნებით მესაკუთრეა, ამიტომ “ისე რა” ურთიერთობებს ვერ ეგუება. თუ მისი ხართ, ბოლომდე მასთან უნდა იყოთ სულით და ხორცით, თუ არადა, იგი თქვენი დაუძინებელი მტერი და კონკურენტი იქნება. ქალი მორიელი არაჩვეულებრივი საყვარელია, ამიტომ მამაკაცები მის დავიწყებას ვერასოდეს ახერხებენ. მას შეუძლია კაცის სისუსტეების ამოცნობა და მათით მანიპულირება, თანაც ისე, რომ გარეგნულად არაფერი შეემჩნევა. თუმცა ეჭვიანი და მესაკუთრე ბუნების გამო ქალ მორიელს ხშირად აქვს ხოლმე პრობლემა პირადში. ამ ქალს არ შეუძლია სანახევრო ან ზედაპირული კავშირების გაბმა, შესაბამისად, მასთან რომანი ზოგიერთი მამაკაცისთვის „სულის ხუთვას“ ემსგავსება.