ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ღია საინფორმაციო-საკონსულტაციო სივრცე „ქალთა ოთახი“ გაიხსნა. „ქალთა ოთახი“ კონსულტაციას გაუწევს ქალბატონებს მათთვის საჭირო თემებზე; მიაწოდებს ინფორმაციას მუნიციპალურ სერვისებსა და პროგრამებზე, განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის შესახებ.
პროგრამის მიზანია ქალთა სამოქალაქო და ეკონომიკური გაძლიერება.
“ქალთა ოთახის“ პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების და “ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.