როგორც „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, შესაძლებელია, “ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელოს.
ნინო წილოსანი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:
“ჩემთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი კანდიდატურა არ განიხილება”.
ჩვენს კითხვაზე, განიხილება თუ არა გურიის მაჟორიტარობის კანდიდატად ვასილ ჩიგოგიძეს კანდიდატურა, წილოსანმა ასეთი პასუხი გაგვცა:
„ყველაფერი ხვალ გახდება ცნობილი. ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, წინასწარ ვისაუბრო ამ თემაზე“, _ გვითხრა ნინო წილოსანმა.