ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ახალი სახეები მრავალად იქნებიან, თუმცა, დღეს მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მმართველი გუნდი აქცენტებს უფრო მეტად ძველ სახეებზე აკეთებს.
პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნინო წილოსანი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამომრჩეველი ხვალ გაიგებს „ქართული ოცნების“ კანდიდატების ვინაობას:
“ნამდვილად იქნება ახალი სახეები და ამაში ყველა დარწმუნდება ხვალ”, _ გვითხრა ნინო წილოსანმა.
ჩვენ წილოსანს ვკითხეთ, რას ფიქრობს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივ აზრის კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, თბილისის საარჩევნო უბნებს ოპოზიციური პარტიის კანდიდატები იგებენ, რაზეც მან ასე გვიპასუხა: “ეს კვლევები ჩემთვის სანდო არ არის. მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად მოიგებენ მაჟორიტარულ ოლქებს“.