შავ ზღვაზე პატრულირება რუსეთის საზღვაო ძალების ქალების ეკიპაჟმა პირველად ჩაატარა. როგორც Reuters იუწყება, წვრთნა საზღვაო ძალების დღის აღსანიშნად მზადების პროცესის ნაწილია.
ქალთა ეკიპაჟმა, საპატრულო ნავით, შეასრულა წვრთნების ფართო სპექტრი, კერძოდ თუ როგორ რეაგირებენ ისინი დივერსანტებზე თავდასხმის დროს, მათ შორის ზღვაში RGD-5 ხელყუმბარის ჩამოვარდნის შემთხვევაშიც.
მაუწყებლის ინფორმაციით, წვრთნა აღნიშნავს რუსი ქალების მცდელობას, რომ უფრო აქტიური როლი შეასრულონ შეიარაღებულ ძალებში, დაწესებულებაში, სადაც დომინირებს მამაკაცი.
თუმცა, საზღვაო ძალებში შესასველად ქალებისთვის კვლავ რჩება ბარიერები. 2000 წელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ჩამოთვლილია 456 სამუშაო ადგილი, რომელთა შესრულება ქალებს ეკრძალებათ, რადგან ეს ნიშნავს “მძიმე სამუშაოს და მუშაობას მავნე სამუშაო პირობებში”.