ეკატერინა ალექსანდროვსკაია, რომელიც დაიბადა რუსეთში, მაგრამ ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში ავსტრალიის სახელით იბრძოდა, 20 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვში.
როგორც BBC იუყება, მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით არ გახმაურებულა.
მწვრთნელის თქმით, ალექსანდროვსკაიას წლის დასაწყისში ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს.
ეს არის ავსტრალიის ზამთრის ოლიმპიადის მონაწილის მეორე გარდაცვალების შემთხვევა 10 დღეში.
ალექს პულინი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სნოუბორდში და სამჯერ ოლიმპიადის გამარჯვებული, გასულ კვირას თევზაობის დროს დაიხრჩო, ავსტრალიის ოქროს სანაპიროზე.