პრინცესა ბეატრისის და ედოარდო მაჩელი მოზის ქორწილის ფოტოები გამოქვეყნდა.
ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს როგორ გამოდის წყვილი სამლოცველოდან. მეორე ფოტოში ისინი იმყოფებიან დედოფალთან და ედინბურგის ჰერცოგითან ერთად.
როგორც სამეფო ოჯახში აცხადებენ, ქორწილის ცერემონია კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული წესების სრული დაცვით ჩატარდა.
რაც შეეხება პრინცესა ბეატრისის საქორწილო კაბას, ბრიტანული პრესა წერს, რომ ის არის შეცვლილია ვერსია კაბის, რომელიც დედოფალ ელიზაბედს ეცვა მსოფლიო პრემიერა Lawrence Of Arabia კინოთეატრ ოდეონში, ლესტერის მოედანზე 1962 წლის დეკემბერში.
რაც შეეხება დიადემას, ის დედოფალს 1947 წლის ნოემბერში პრინც ფილიპზე დაქორწინებისას ეკეთა.
ცერემონიის შემდეგ, ბითრიზის საქორწილო თაიგული ვესტმინსტერის სააბატოზე უცნობი მეომრის საფლავზე განთავსდა, როგორც ეს ტრადიციაა სამეფო პატარძლებისთვის.