შეკვეთილში და წვერმაღალაში მდებარე პარკებში ეს დღეებია ხალხმრავლობაა. ფეისბუქში ამასთან დაკავშირებით არაერთი პოსტი გავრცელდა.
როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ფეისბუქგვერდზე წერია:
„შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნიდან დღემდე, 4 დღის განმავლობაში, 100 000-ზე მეტი სტუმარი გვეწვია!“
“რამე ხდება? თუ ეს ჰგონიათ დენდროლოგიური პარკი? საცობში ვარ 20 წუთია. გურიაში კოვიდ კვლევის ცენტრი მგონი ამ მიზნით გახსნეს, ელოდებოდნენ შემოტევას“, – წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთელი თამო ონიანი.