შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმის ე.წ. ოქროს მოწმის იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა დასრულდა.
ფოტოგრაფი საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
როგორც ბრეგვაძემ თქვა, გამოძიებამ სოციალურ ქსელ “ინსტაგრამში” მისი მიმოწერები ნახა.
გარდა ამისა, მას გამოძიებასთან ჰქონდა კითხვები. კერძოდ კი, რატომ სცნო გამოძიებამ ის დაზარალებულად.
ბრეგვაძის თქმით, უწყებაში მას განუმარტეს, რომ დაზარალებულის სტატუსი მორალური ზიანის მიღების გამო მიენიჭა.