თბილისში საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან ქალი გადმოვარდა. უბედური შემთხვევა იოსელიანის ქუჩაზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, იმ დროს მოხდა, როცა ქალი სარეცხს ფენდა.
ადგილზე მოსულ სასწრაფო დახმარებას ის გარდაცვლილი დახვდა.
როგორც ცნობილია, ქალი უბედური შემთხვევის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა.
გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.