დღეს “გურია ნიუსს“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ბესიკ მელუამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა მესამე ინსტაციაში ანუ უზენაეს სასამართლოში მოუგო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლაშა თავაძე“გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ დღეს გამართული სასამართლოს პროცესის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი არის ცნობილი. ჩვენ არავინ დაგვკავშირებია. როცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდება მერიას, გადაწყვეტილების შესაბამისად ვიმოქმედებთ“, _ გვითხრა ლაშა თავაძემ.